понедельник, 30 ноября 2009 г.

კახეთის ტურისტულ რეკრეაციული პოტენციალი


პროექტის სახელი: კახეთის ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ კახეთის ტურისტულ-რეკრეაციულ პოტენციალს და შექმნან ტურები ტურისტული მოტივაციის მიხედვით

პროექტის სრული აღწერა: მოამზადოს კადრები ტურიზმის სფეროსთვის, რომლებსაც შეეძლებათ ექსკურსიის წარმართვა,ტურის ორგანიზება, ტურისტულ-საექსკურსიო ობიექტებზე პრაქტიკული საქმიანობა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისათვის კახეთში. სასწავლო კურსის მიზანია მოსწავლეებისათვის, კულტუროლოგიის საკითხების თანმიმდევრული და მიზნობრივი შესწავლა. გააცნოს მომავალ სპეციალისტებს, სხვადახსვა ქვეყნის ტურისტებთან ქცევის წესები, საქმიანი ურთიერთობის ეროვნული თავისებურებანი.

მონაწილეთა ასაკი: 16-18 წელი(XI-XII კლასი)

ვადები: 6 თვე

პოექტის შესაძლო აქტივობები: სხვადსხვა წყაროებიდან ტურისტული ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის უნარი, პორფესიული ეთიკის წესები, ჯგუფური მუშაობის უნარი, დამოუკიდებლად სწავლის უნარი.

მოსალოდნელი შედეგები: მუშაობის ორგანიზების, ტურისტული ბაზრის, მონაცემთა შეგროვების და არსებული სიტუაციის ანალიზის, გადაწყვეტილების მიღების, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.
ა)ცოდნა: ადგილობრივი (კახეთი)ექსკურსიამძღოლის, გიდის განათლება
ბ)პროფესიული უნარ-ჩვევები: 1. ტურის ორგანიზება
2. ექსკურსიის ჩატარება

სამუშაო ენა: ქართული

საგნებათნ/ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
ა) ისტორია: გაეცნობიან კახეთის მატერიალურ-კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს, მხარის ისტორიას, შეაფასონ ისტორიული ძეგლების მნიშვნელობა.
ბ)გეოგრაფია: მიიღებენ ცნობებს კახეთის მდებარეობის, კლიმატის, მდინარეების, ზონალობის შესახებ, გააუმჯობესებენ რუკაზე ორიენტირებას და ა.შ.
გ)რელიგია: გაიხსენებენ ქრისტიანობის შემომტან და გამავრცელებელ წმინდანებს, მათ მოღვაწეობას, როლს რელიგიის განმტკიცების საქმეში.
დ) ექსკურიათმცოდნეობა:გააანალიზებენ ვინაა ექსკურსანტი, გიდი, რა კრიტერიუმებია საჭირო ექსკურსიის მოსაწყობად.

პოექტის ფასილტატორის სახელი: თათია დოღონაძე

ფასილტატორის ელ-ფოსტა: tatiadoghonadze@gmail.com

პროექტის ბლოგი:
tatulisblogi